New York Times: პუტინმა რუს სამხედროებს ხერსონიდან უკანდახევის უფლება არ მისცა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბოლო კვირებში უშუალოდ ჩაერთო უკრაინაში ომის სტრატეგიულ დაგეგმვაში. ამის შესახებ New York Times ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა უარყო სამხედროების თხოვნა ხერსონიდან უკანდახევის შესახებ.

ხერსონიდან წასვლა რუს სამხედროებს საშუალებას მისცემდა დნეპრზე ორგანიზებულად დაეხიათ უკან, შეენარჩუნებინათ ტექნიკა და პირადი შემადგენლობა – წერს გაზეთი, თუმცა ასეთი უკანდახევა ომში დამარცხების კიდევ ერთი საჯარო და დამამცირებელი აღიარება იქნებოდა, უკრაინისთვის კი ერთი თვის მანძილზე მეორე მსხვილი გამარჯვება.

ხერსონი პირველი დიდი უკრაინული ქალაქი იყო, რომელიც რუსებმა თებერვალში დაიპყრეს და ამ დრომდე ერთადერთი რეგიონალური დედაქალაქია, რომელიც რუსების კონტროლს ექვემდებარება.

ხერსონის აღება უკრაინის პრეზიდენტისთვის დიდი გამარჯვება იქნებოდა. გამოცემა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას იმას უკავშირებს, რომ პუტინმა გადაწყვიტა გამარჯვება ნებისმიერ ფასად, რუსულ არმიაში კი არეულობაა.

New York Times–ის წყაროები, რომლებიც დაზვერვის საიდუმლო მასალების იცნობენ, აცხადებენ, რომ პუტინმა ომში მნიშვნელოვანი როლი აიღო– მათ შორის, ის ეუბნება სამხედროებს, რომ ადგილებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებები პირადად მან უნდა მიიღოს.

მართალია პუტინმა გაითვალისწინა სამხედრო მეთაურობის ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზაცია, მარამ მისმა მონაწილეობამ დიდი დაძაბულობა შექმნა– ამბობენ გამოცემის წყაროები. მათი ინფორმაციით,  პუტინის უარმა, ხერსონიდან გამოეყვანათ ჯარი, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია მომარაგების ხაზებს, რუს სამხედრო მოსამსახურეებში მორალული სულისკვეთების დაცემა გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ უკრაინული არმიის შეტევის შემთხვევაში შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ჩვენ გვახსოვს სოხუმის დაცემის დღე – ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან...

ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ – დეკანოიძე

“რამდენიმე თვის წინ, მე დავტოვე პარტია სწორედ იმ პრობლემების გამო, რაზეც საუბრობდა ნიკა მელია...

სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა – თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც...

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა....

არაა პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება ქვეყნის სახელით სადმე წავიდეს – კობახიძე ზურაბიშვილზე

საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის...

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა -მელია ენმ-ს დატოვებაზე

"ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ...

პრეზიდენტმა არია ეს საკითხი -პაპუაშვილი ფარცხალაძის მოქალაქეობაზე

ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ, თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ...

საქართველო უნდა შეუერთდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის EU-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ...

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

სოფი ლორენს სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა

იტალიელმა მსახიობმა სოფია ლორენმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში, აბაზანაში დაცემის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. 89 წლის მსახიობს ბარძაყის ძვლის რამდენიმე სერიოზული მოტეხილობა აქვს– განუცხადა მისმა იმპრესარიომ...