New York Times სამხედრო წყარო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეიდში დამხმარე როლს თამაშობს. დანაკარგები მცირეა

New York Times-ის კორესპონდენტი  ანონიმურობის პირობით კიევში მაღალჩინოსან სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის რეგიონში რეიდისას “ძირითადად დამხმარე როლს ასრულებენ, იცავენ უკრაინის საზღვარს ამ მხარეში, იმ შემთხვევისთვის, თუ  რუსეთი კონტრშეტევას დაიწყებს. უკრაინელ სამხედროებსრუსეთთან საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

მისი თქმით, რეიდის მონაწილეებს აქვთ დანაკარგები (რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონის წარმომადგენლებმა ეს უარყვეს), მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს ამ ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე.

ლეგიონის პრეს-ოფიცრის მეშვეობით New York Times-ი ასევე დაუკავშირდა ბელგოროდში შეჭრის ერთ-ერთ მონაწილეს კოდური სახელით „ცეზარი“.

“გუშინ დაწყებული ოპერაციის მიზანი იყო რუსეთსა და უკრაინას შორის დემილიტარიზებული ზონის შექმნა, პუტინის რეჟიმის მომსახურე ბოევიკების ლიკვიდაცია და რუსეთის ხალხისთვის დემონსტრირება, რომ რუსეთის შიგნით შესაძლებელია წინააღმდეგობის შექმნა და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მიზნები წარმატებით იქნა მიღწეული“, – ციტირებს გაზეთი „ცეზარის“ ტექსტურ შეტყობინებას.