„იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზასთან დაკავშირებით – ბოლო წლებთან შედარებით არაფერი შეცვლილა. 2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია, იმიტომ რომ პანდემია იყო მაგ დროს და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც. ეს ჰომ არაა ახალი? მარტშიც იყო ასეთი კამპანია და ვნახეთ სადამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში. გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ვიღაცამ ქვა ესროლა.
აი ამ ქსენოფობიას ახალისებს ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია – აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს. მითუმეტეს რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს ძირითადად ახალგაზრდები არიან, ვისაც აქვთ კარგი შემოსავლები”
განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.