NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თაობაზე.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.

“შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561-ე და 562-ე მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი (“სოციალიზაციის ხელშეწყობა”, “შეუფერებელი პროგრამა”, “შეურაცხმყოფელი ლექსიკა” და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა”, – წერენ ორგანიზაციები საერთო განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში “დაბრუნდა” გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოიღეს, როგორც დისკრიმინაციული ტერმინი.

“საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომელსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს: არ მიიღოს შემოთავაზებული ცვლილებები; ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ფემინა;

განათლებისა და შრომის ასოციაცია;

სოლიდარობის ფონდი “ფემინა”;

თანასწორობა 17;

რეალური ხალხი და რეალური ხედვა;

მედიაკლუბი;

მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი).

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა 2 მძევალი გამოუშვა, მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 2 მძევალი გამოუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამას მას მხოლოდ 1...

ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ, ჰყავს მძევლები

ავლაბარში საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას სავარაუდოდ აყვანილი ჰყავს მძევლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია....

მთავრობა ქმნის საბჭოს, რომელიც ნამახვამჰესის კვლევებს განიხილავს

ნამახვამჰესის მშენებელმა კომპანია ენკა მზადაა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად...

გიორგი მუმლაძის საქმე: პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის პროცესი...

ხუხაშვილი: თანაგუნდელები გახარიას მისივე ბარით ენერგიულად მარხავენ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ოპონენტების პოზიციები გახარიას სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა მას თანაგუნდელები თავისივე ბარით...

სუს-ი: ქუთაისში რადიოაქტიურ ნივთიერებას ყიდდნენ, დავაკავეთ 2 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ქუთაისში ორი...

16 აპრილი: დადასტურდა COVID-19-ის 1077 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,   442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა. 16...

ხუნდაძე გახარიას გუნდზე: მიატოვეს გუნდი და ამომრჩეველი, მადლობის თქმაც ვერ მოასწრეს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლის "თეორიული შანსიც კი არ არსებობს". მისივე...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო