NGO-ების ცნობით, მათ დამკვირვებლებს დამაშინებელ გარემოს უქმნიან – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების (ISFED, GYLA, TI) ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში მათი დამკვირვებლების მიმართ ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას.

“სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!”, – წერს ლომჯარია ფეისბუქზე.