მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.
სიყვარული გვაერთიანებს. “– წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს მკვეთრად აკრიტიკებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შვილს, ნიკა გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გვარამია ამირან გამყრელიძის და მისი შვილის დაუდევრობაზე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, რომელიც სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელმძღვანელია.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის ერთი შვილი, გიგი გამყრელიძე 1995 წელს, 20 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.