„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას დღეს არ აპირებს
გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გვარამია გამოკითხვაზე სასამართლოში მივა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე სუს-ში დღეს 11:00 საათზეა დაბარებული.
ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის „ფეისბუქ სტატუსს“.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.