ნიკოლ ქიდმანი პირველად ალაპარაკდა შვილების რელიგიურ მრწამსზე

მას შემდეგ, რაც 2001 წელს მსახობი ტომ კრუზს გაშორდა, ნიკოლ ქიდმანი პრესასთან ოჯახურ ცხოვრებაზე ძალიან ფრთხილად საუბრობს. შვილებზე კი,  რომლებიც მან და ტომმა 1990 იანების დასაწყისში იშვილეს საერთოდ დუმისლ ამჯობინებს. თუმცა ცოტა ხნის წინ ავსტრალიურ ჟურნალ Who –სთან საუბრისას მსახიობმა 25 წლის იზაბელზე და 23 წლის კონორზე ისაუბრა. შვილები მამის, ტომ კრუზის მსგავსად საიენტოლოგთა ეკლესიის წევრები გახდნენ.

 

“ძალიან არ მიყვარს ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენს ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდე. 150 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების გამო სიცოცხლეს დავთმობ. ისინი უკვე დიდები არიან და შეუძლიათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. არჩევანი გააკეთეს და საიენტოლოგები გახდნენ. ჩემი, როგორც დედის ვალია მიყვარდეს ისინი. მიუხედავად იმისა, რას აკეთებს შვილი მან უნდა იცოდეს, რომ მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. მშობლის ვალია შვილს უპირობო სიყვარული მისცეს“ – თქვა ნიკოლმა.

თავად ნიკოლ ქიდმანი კათოლიკა. ტომ კრუზთან განშორების დროს ის ამბობდა, რომ არ უნდოდა მისი შვილები საიენტოლოგების წესებით გაზრდილიყვნენ. 2015 წელს მედია იტყობინებოდა,  რომ იზაბელა კრუზი გათხოვდა. როგორც პრესა წერდა, გოგონამ ქორწილში დედობილი და მამობილი არ დაპატიჟა.

ამჟამად ნიკოლ ქიდმანი მომღერალ კიტ ორბანზეა გათხოვილი და ორ გოგონას ზრდის – ათი წლის სანდეი როუზს და რვა წლის ფეიტ მარგარეტს.