ნიკოლას ქეიჯმა დაქორწინებიდან 4 დღეში განქორწინება გადაწყვიტა

ნიკოლას ქეიჯმა 55 წლის ასაკში ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.
წინა შაბათს, ანუ ერთი კვირის წინ მსახიობი ლას ვეგასის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში თავის 23 წლის შეყვარებულთან, ერიკა კოიკესთან ერთად მივიდა და განცხადება შეიტანა ოფიციალური ქორწინების შესახებ. როგორც ირკვევა, ასეთი განცხადების უკან გამოწვევა მარტივად აღარ შეიძლება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ განცხადების შეტანის პროცესი ცოტა უცნაური იყო. ქეიჯი აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და თავის საცოლეს უყვიროდა, რომ მას “მთელი მისი ფულის წართმევა უნდოდა“. გოგონა აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ის მსახიობს ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ იქ მისვლა მისი ინიციატივა არ ყოფილა. ასეა თუ ისე, განცხადება წყვილმა მაინც შეიტანა.
ახლა ქეიჯს კოიკესთან მისი ქორწინების ანულირება უნდა. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ოფიციალურ განქორწინებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ნიკლას ქეიჯი და ერიკა კოიკე ერთმანეთს უკვე ერთი წელია ხვდებიან. პირველად პაპარაცებმა წყვილი პუერტო რიკოში დააფიქსირეს, სადაც ქეიჯი იმ დროისთვის ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მოგვიანებთი მათ ლოს ანჟელესის მდიდრულ რესტორნებშიც ხედავდნენ, სადაც დროს მხიარულად ატარებდნენ.
ნიკოლას ქეიჯისთვის კოიკე რიგით მეოთხე ცოლია, თუმცა თავად პირველ ორ ქორწინებას პატრიცია არტეკზე და ლიზა მარია პრესლიზე ქორწინებად არ თვლის. ის ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ერთადერთი და ნამდვილი ცოლი ელის კიმი იყო, რომელთანაც 14 წელი იცხოვრა და რომელმაც შვილი გაუჩინა. მასთან განქორწინება ქეიჯისთვის ძალან მტკივნეული იყო და როგორც ამბობენ, მის გულში ელის კიმს კვლავ უკავია ადგილი.