პოლიციამ, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი: დააკავა 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.