აჭარაში 7 მაღალჩინოსნის დაკავებას ტელეკომპანია რუსთავი2–ის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:
“აჰააა, ესე იგი კურიერის სიუჟეტების გაგრძელებად, ბათუმის ყოფილი მერი, ერმაკოვი, მიაბრძანეს ციხეში. და რა ვიცი, მაშინ ხო კარგი იყო ერმაკოვი, რ2ს კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა რომ არ მისცა ბათუმში და ყველა შესაძლო ლოკაციაზე ფეიკ ივენთები მოაწყო? ახლა გახდა ცუდი და კორუმპირებული?
კაი გენაცვალეთ, კიდევ ბევრის დაჭერა მოგიწევთ მაშინ. ნოდარ მელაძის ქარხანა კი არ გაჩერდება, მოგაყრით და მოგაყრით, ემანდ, ბიძინა არ შემოგეჭიროთ საყვარლად“–წერს ნიკა გვარამია.