“ნუ იკრიჭებით,ბებიაშენს მოგცემ”-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნიდან.
კობახიძემ დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა” ახსენა.
“ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რომ არ ვიმოქმედოთ ისე როგორც აწყობს ამ პოლიტიკურ პარტიას მარგინალურ პოლიტიკურ პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა განშტოებას “ნაცებს”, “შმაცებს” და “შმაცუნებს”, მათი შეცვლა არის წარმოუდგენელი უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას”-განაცხადა კობახიძემ.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკა, “ბებიაშენს დაუძახე” რაზეც კობახიძემ უპასუხა.