NYT-მა დაასახელა, სად შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონტრშეტევის დაწყება.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის არმიას ქვეყნის აღმოსავლეთით წინსვლის შეზღუდული პერსპექტივები აქვს, ამიტომ კონტრშეტევისთვის სხვა მიმართულებას აირჩევენ. ამისთვის უკრაინელებს რუსული შეტევის შეკავება და კონტრშეტევისთვის ძალების მოკრება დაჭირდებათ.
ამის საფუძველზე სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამხრეთში კონტრშეტევა უკრაინისთვის პერსპექტიული იქნება. ზაპოროჟიეს რეგიონის დიდი ნაწილი HIMARS–ის რაკეტების მოქმედების არეალშია, რამაც აიძულა რუსეთის ფედერაცია თავისი საბრძოლო საცავები და სამეთაურო ცენტრები ფრონტის ხაზიდან უფრო შორს გადაეტანა.
გამოცემა წერს, რომ მელიტოპოლი უკრაინის კონტრშეტევის აშკარა სამიზნეა. ქალაქი მდებარეობს ორ გზატკეცილსა და რუსეთის ჯარების კრიტიკულ სარკინიგზო მაგისტრალს შორის.