ამერიკული გაზეთი The New York Times, თავის ანალიზში უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, განიხილავს, თუ რატომ გადაწყვიტა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მოულოდნელად გაეგზავნა კიევში იარაღი, რომლის გადაცემაზე მანამდე უარს ამბობდა.
აშშ-მ და გერმანიამ – უზრუნველყო Patriot-ის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემები. საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ისევ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა სხვადასხვა ჯავშანტექნიკის გაგზავნა.
NYT-ის კორესპონდენტების თქმით ეს იმით არის განპირობებული, რომ უკრაინას ძალიან მცირე ფანჯარა აქვს დარჩენილი რუსული არმიის შესაძლო საგაზაფხულო შეტევისთვის მოსამზადებლად და ეს კარგად იცის დასავლეთმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივის სრულად დასაუფლებლად, უკრაინის ჯარს სჭირდება დასავლური სტილის დაახლოებით 300 მძიმე ტანკი და 600 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, ალბათ ახლა ამ მოთხოვნის განხორციელების პირველი ეტაპის მომსწრენი ვართ.