Observer:უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მოქმედებს

გაზეთ Observer-ის კორესპონდენტი სამ უკრაინელ დივერსანტს ესაუბრა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ისინი მოხალისეთა ბატალიონ „ძმობიდან“ არიან და უკრაინის არმიისგან ფორმალურად დამოუკიდებლები არიან. მათი საქმიანობა მოიცავს ბევრ მიმართულებას –  კრემლის მაღალი თანამდებობის პირების გატაცებით დაწყებული, ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებითა და რუსეთში მტრის თვითმფრინავების ჩამოგდებით დამთავრებული.

მათი თქმით, მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკვე მოკლეს რუსეთის სამი მოქალაქე.

მებრძოლებმა იციან, რომ დასავლეთს აშინებს ფიქრიც კი, რომ ისინი სერიოზულ  დარტყმას მიაყენებენ რუსეთს მისივე ტერიტორიაზე: შესაძლოა, ევროპას ეშინია პუტინის მუქარის, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება. „გამოდის, რომ რუსებს შეუძლიათ შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ უკრაინელები რუსეთში ვერ შედიან“, – ამბობს ერთ-ერთი მოხალისე.

საიდუმლო სპეცრაზმის წევრები მათ არსებობაზე ღიად საუბრობდნენ, რათა პუტინს დაანახონ, რამდენად ადვილია მათთვის რუსეთში შესვლა, განმარტავენ თავად მებრძოლები. ამრიგად, მოხალისეების თქმით, მათ სურთ „მტრის დემორალიზება“.

მათ ასევე იციან, რომ თუ რამე დაემართებათ, უკრაინა მათ შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას უარყოფს.