დეპუტატები პარლამენტში დროზე ადრე შეიკრიბნენ. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი აქციაა.
ამ წუთებში პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
უმრავლესობის წევრების თქმით, სირცხვილის კორიდორის მათ არ ეშინიათ. მათი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავენ.