ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ის სოჭში იმყოფებოდა, როცა თავი ცუდად იგრძნო. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე“, – აცხადებს „ინტერფაქსთან“ ასლან ბჟანიას მეგობარი.