პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.
“სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ”-თქვა თალაკვაძემ.
“ნახეთ საწამლავიც არ ქონდეთ შემოტანილი სკუნსებს”-განაცხადა გია ვოლსკიმ ჰიმნის ფონზე.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელში მეგაფონები ეჭირათ, საიდანაც საბჭოთა ჰიმნი ისმოდა.მათ შორის იყო ელენე ხოშტარია. მას და სხვა აქტივისტებს სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.