ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო- დეკანოიძე პირბადეების დარიგებაზე

,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგების ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო, ხალხს იმდენად უჭირს.

მისი თქმით, პირბადეები სახლებში უნდა დარიგებულიყო. მოხალისეები კი საკმარისი არ იყვნენ.

,,არ მინდა რევერანსები.. პირდაპირ ვიტყვი:

– ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო ხალხს იმდენად უჭირს;

– მოხალისეები არ იყვნენ საკმარისი რაოდენობით;

– სახლებში უნდა დარიგებულიყო;

– ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა;

– ახალგაზრდები გულწრფელად აკეთებენ სიკეთეს;

– პირბადეები და ხსნარები რომ არ იშოვება – ეს არის კატასტროფა და ხალხი სასოწარკვეთილია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება;

– სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აქამდე არიგებდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა;

– მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველამ რისკები და საფრთხეები.

– ძვირფასო პოლიციელებო – კანონის აღსრულება და ადამიანების დახმარება თქვენი უპირველესი მანდატია.

– მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქულების მოპოვება კი არა, კრიტიკასაც ფრთხილად ვეკიდებით. ნუ გამოიყენებს ხელისუფლება ამ რთულ პერიოდში პოლიტიკურად ყველა თემას.

– სხვას რაზეც ვაკრიტიკებთ – ჩვენ მაქსიმალურად იმის საპირისპირო უნდა გავაკეთოთ..

მადლობა გულწრფელ კრიტიკოსებს და გულშემატკივრებს”,- წერს Facebook-ზე ხატია დეკანოიზე.

ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დღეს, 26 მარტს დაურიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რასაც მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.