ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეტყობინება შევიდა.

ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებმა შენიშნეს, რომ  შუახნის ქალი კორპუსის ეზოში სეირნობდა. როგორც ქალმა განმარტა, ის გვიან ღამით გამოვიდა სასეირნოდ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა.

ქალი, რომელიც თვიტიზოლაციაში იმყოფება,  იტალიიდან 4 მარტს ჩამოვიდა. ჯერჯერობით მას დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება. 

ქალს, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ.