„რომელი ადამიანის უფლებაა საქართველოში დარღვეული?! ყველა საქმეში, რაც ევროსასამართლოში წაიღეს, საქართველო აღმოჩნდა აბსოლუტურად მართალი. ის, რომ ზოგიერთი ერეკება აქ მოსახლეობას პოლიციის დასარბევად და პარლამენტში ცეცხლის გასახსნელად და მერე კანონი მას პასუხს გასცემს, არ არის ადამინის უფლებების დარღვევა. ეს არის დემოკრატიის, სახელმწიფოს და მათ შორის, საზოგადოების და ადამიანის უფლებების დაცვა. PACE ჯერ ადგეს და ის არჩევნების შედეგები აღიაროს, რაც იგივე ეუთო/ოდირმა მონიტორინგის შედეგად დადო. PACE ჯერ ადგეს და დაგმოს ის, რომ აქ არჩევნების დღეს დემოკრატიის წინააღმდეგ ტერორიზმის მოწყობას აპირებდნენ. შეეშვან ამ ნახევრადდაბრმავებული თვალებით საქართველოზე ყურებას. თუ მას საქართველოში დემოკრატია სურს, დემოკრატიას დაუჭირონ მხარი და არა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც რეალურად, დემოკრატიას აფერხებს. მათ, PACE-ს და მათ ზემოთ მდგომებს აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლიდანაც ვერ გამოვიდნენ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ძალა, რომელიც მარიონეტი იქნება. ამ მიზნის გამო ყველაფერზე დაბრმავებული თვალებით იყურებიან. ეს არის მათი პრობლემა და არა ჩვენი,“

ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.