„31 წლის ქალი, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ ვირუსს ახასიათებს ერთი თავისებურება – ის შეიძლება, დაიწყოს მსუბუქად, უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ამჟამად ინფექციურში სულ 34 პაციენტი იმყოფება.