რამდენიმე დღის წინ 52 წლის პამელა ანდერსონი მოულოდნელად გათხოვდა. ის ცოლად გაყვა დიდი ხნის მეგობარს, 74 წლის კინოპროდიუსერს ჯონ პიტერსს. ქორწილი მალიბუში 20 აინვარს გასაიდუმლოებულ ვითარებაში შედგა. მხოლოდ კვირის ბოლოს გამოაქვეყნა მსახიობმა ინსტაგრამზე შავთეთრი ფოტო თავის რჩეულთან ერთად.
პიტერსზე გათხოვება პამელა ანდერსონისთვის მეხუთე ქორწინებაა. პამელაც მისი ახალი ქმრისთვის მეხუთე ცოლია.
მანამდე ანდერსონი გათხოვილი იყო როკ მუსიკოს ტომი ლიზე, მუსიკოს კიდ როკზე და კინოპროდიუსერ რიკ სალომონზე. ამ უკანასკნელზე პამელა ორჯერ გათხოვდა.
“პამელას დღემდე არ მოუხდენია მისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. მას ჯერ კიდევ შეუძლია ნამდვილად გაბრწყინდეს. მასში ბევრად მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სხვა შემთხვევაში ასე ძლიერ არ მეყვარებოდა… ჭკუიდან მშლის – კარგი გაგებით. შთაგონებას მაძლევს“ – თქვა ჯონ პიტერსმა ქორწილის შემდეგ.
წყვილმა ერთმანეთი 35 წლის წინ გაიცნო. ხანმოკლე რომანის შემდეგ ისინი გაიყვარნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველაფერი თავიდან დაიწყეს.