პანიკა ხარაგაულში- იტალიიდან დაბრუნებული ქალი კარანტინში გადასვლაზე უარს აცხადებს

პანიკა ხარაგაულში-ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, იტალიიდან დაბრუნებული  შუახნის ქალბატონი საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ქალბატონი ქმრის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და შესაბამისად, მას კონტაქტი ჰქონდა ხალხთან, რამდენიმე დღის განმვალობაში ახლობლებისა და მეზობლებისგან სამძიმარს იღებდა.ქალის თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. 

ხუნევში ადგილობრივები ამ ფაქტით შეშინებული არიან და   ადგილობრივ ხელისფულებას სთხოვენ, რომ იტალიიდან დაბრუნებული ქალბატონი გადაიყვანონ საკარანტინო ზონაში.

იტალიიდან დაბრუნებული ქალის რამდენიმე მეზობელმა უკვე დატოვა სოფლის ტერიტორია.