პანიკა მეტროში-მატარებელი გვირაბში გაჩერდა და კვამლით გაივსო

მეტროში ისევ შეფერხებაა- მეტრო “გურამიშვილიდან” ღრმაღელისკენ მიმავალი მატარებელი გვირაბში გაჩერდა და ვაგონები კვამლით აივსო. შემთხვევა დაახლოებით  დილის 10-ის ნახევარზე მოხდა. 

ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, რომ დაკვამლიანებამ ხალხში დიდი პანიკა გამოიწვია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მატარებლის გაჩერება, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ მეტრო გვირაბში ავარიულად ჩერდება.