დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება.
ბოლო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე კანონპროექტის განხილვის შემდეგ დაიხურება.
რეგლამენტის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაგრძელება რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუძლია.
პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბერში გაიხსნება.