პარლამენტთან პოლიციამ აქციის 3 მონაწილე დააკავა. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები ლუკა ბურდული, გიორგი ჯმუხაძე და გიორგი მუმლაძე. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მათი დაკავების მიზეზი. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ისინი სიტუაციას განარიდეს, თუმცა ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამივე დაკავებული პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.