ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში პატრიარქთან დაკავშირებული პოსტებით მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე დღის წინ მან სამების საკათედრო ტაძრიდან ვიდეო გადაიღო, სადაც ამბობდა, რომ პატრიარქის გავლის შემდეგ ცაზე ჯვარი გამოისახა.
ამჯერად კი კუბლაშვილი რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პატრიარქის უკან ანგელოზი გამოჩნდა.
“2006 წლის 14 მაისი, თამარობა, სამების ტაძარი.
პატრიარქის უკან ანგელოზი გამოჩნდა, არადა ჩვეულებრივი ნათურა იყო, თვითმფრინავის არ იყოს და…
უფალი ხომ ბრძანებს – მოვალ და ერთიც არ დამხვდება მორწმუნეო…”-წერს კუბლაშვილი.