პატრიარქმა კიდევ 500-მდე ბავშვი მონათლა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. პატრიარქს სულ 40909 ნათლული ჰყავს.
„ა.წ. 14 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა.
ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40909 ნათლული ჰყავს“ – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.