“უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ეფექტურად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა – საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში“,
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.