“რაც შეეხება Patriot-ს, ეს საკმაოდ ძველი სისტემაა. ის ისე არ მუშაობს, როგორც, მაგალითად, ჩვენი С-300. მითუმეტეს ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, იქიდან გამომდინარეობენ, რომ თითქოსდა ეს თავდაცვითი იარაღია. კარგი. ამას მხედველობაში გავითვალისწინებთ, ანტიდოტს ყოველთვის ვიშოვით. ასე რომ, ისინი ამას ტყუილად. ამბობენ: შეიძლება იქ (უკრაინაში) Patriot-ები განათავსონო. კეთილი, განათავსონ – Patriot-ებსაც “გავატკაცუნებთ”. შემდეგ Patriot-ის ნაცვლად სხვა რამის განთავსება გახდება საჭირო, საჭირო იქნება ახალი სისტემების შემუშავება. ეს რთული და ხანგრძლივი პრიცესია, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ამას ვითვალისწინებთ, ყველაფერს ვითვლით, რას აჩენენ, საწყობებში სად და კიდევ რამდენი აქვთ, რამდენი დარჩათ, რისი წარმოება შეუძლიათ, რა ვადებში, როგორ შეუძლიათ პერსონალის მომზადება”.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები “მოძველებულია”.