Patriot-ის სისტემა რუსული სამიზნეების 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოგდებას შეძლებს – იგნატი

გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა რუსულ სამიზნეებს 150 კმ-მდე მანძილზე ჩამოაგდებს  – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში განაცხადა.  იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

“რაც მალე დაიწყებს (Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა – რედ.) საბრძოლო დავალებების შესრულებას, მით უკეთესი იქნება, ჩვენ შევძლებთ რეაგირებას და გავაკეთებთ იმას, რაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს”, – თქვა მან.