უკრაინაში შეჭრის გამო, საგადასახადო კომპანია PayPal-მა რუსეთში სერვისები დახურა. აღნიშნულ ინფორმაციას, კომპანიის პრეზიდენტი დენ შულმანი ავრცელებს.
“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვაჩერებთ PayPal-ის სერვისებს რუსეთში. კომპანია დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად რუსეთის მხრიდან უკრაიანაში ძალადობრივი სამხედრო აგრესიის დასაგმობობად”. – აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა.
უკრაინის მთავრობა მოუწოდებდა PayPal-ს, რუსეთში ოპერირება შეეჩერებინა და უკრაინას დახმარებოდა ქველმოქმედებაში.