PCR ტესტით საქართველოში შემოსვლა კიდევ 4 ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას დღეიდან კიდევ 4 ქვეყნიდან შეძლებენ. ესენია: თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან — ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეები ან რეზიდენტები.

მოქალაქებმა ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.