თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.
ქალს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაენიშნა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თუკი ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მან შესაძლოა 3 წელს ადრე დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება.
შეგახსენებთ, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბასრი საგნით 27 აგვისტოს დაჭრეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა.
თავდამსხმელი ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.