Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.

“ეტაპობრივად ემატება მუდმივად ასაცრელი ბრიგადები, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. კარგი იყო ბოლო 3 დღის განმავლობაში მოცვა, საშუალო მაჩვენებელი აღწევს დაახლოებით, 20 ათასს დღის მანძილზე, უკანასკნელი 3-4 დღის მაჩვენებელია საშუალო. ვფიქრობთ, რომ მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია, უკვე დაიწყება მეორე დოზებით აცრები Pfizer-ის ვაქცინისთვის და ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები”, – განაცხადა გაბუნიამ.