„პირჯვარი გადაიწერეთ და ხათუნას გამოჯანმრთელება უსურვეთ“ – ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მიმართავს

როგორც ცნობილი გახდა ხათუნა ჟორდანია ისრაელში მკურნალობის კურსს გადის, მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე „რეიტინგს“ ესაუბრა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა.

„ეს შემთხვევით გავიგეთ. ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და ეს დაიგნოზი ასე შევიტყვეთ. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გაირკვევა, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება.

იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავს, პირჯვარი გადაიწეროს და ხათუნას გამოჯანმრთელება უსურვოს“ – ამბობს ჟორდანიას მეუღლე.