პირველი ფოტოები პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის ნათლობიდან

შაბათს მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ორი თვის ვაჟი მონათლეს. არჩი ჰარისონ მაუნბეტენ–უინძორი უინძორის სასახლის კერძო საკურთხეველში მოინათლა.
მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიალი გასაიდუმლოებული იყო, მისი ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. ნათლობის ფოტოები ჰარის და მეგანის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე დაიდო.
ერთ ფოტოზე პატარა არჩი მშობლების და სამეფო ოჯახის წევრების გარემოცვაშია. პრინცი ჩარლზის, მისი მეუღლე კამილას, ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის გარდა ფოტოზე არიან მეგანის დედა, პრინცესა დაიანას უფროსი დები.
მეორე ფოტოზე კი პატარა არჩი და მისი მშობლები არიან გადაღებული. ფოტო ძალიან ემოციური გამოვიდა.
ნათლობა კენტერბერის ეპისკოპოსმა ჩაატარა. დახურულ ღონისძიებას 25 ადამიანი ესწრებოდა.