ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი Placebo საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს – მიზეზად ჯგუფი, ლოჯისტიკურ პრობლემებს ასახელებს.
“ძალიან ვწუხვართ იმ იმედგაცრუების გამო, რასაც ეს გამოიწვევს. ბოდიშს ვუხდით ჩვენს ფანებს ყაზახეთსა და საქართველოში კონცერტების ასეთ გვიან ეტაპზე გაუქმების გამო. ასევე, ბოდიშს გიხდით მათ, ვინც სწორედ ჩვენს მოსასმენად აპირებდით შორიდან ჩამოსვლას. იმედი გვაქვს, რომ ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება. მადლობას გიხდით გაგებისათვის” – ვკითხულობთ Placebo-ს განცხადებაში.