პლასტიკური ოპერაციები, რომელმაც ცნობილების ცხოვრება შეცვალა

პლასტიკურმა ოპერაციებმა ბევრი ვარსკვლავის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა: ვიღაცას თვითშეფასება აუმაღლა და კარიერაზე დადებითად იმოქმედა, ვიღაცის გარეგნობა კი ქირურგების ჩარევამ გამოუსწორებლად დააზიანა. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს და ვნახოთ, როგორ შეიცვალნენ თქვენთვის კარგად ცნობილი ადამიანები სხვადასხვა პროცედურების შედეგად.

ვინ იცის, როგორ აეწყობოდა ანჯელინა ჯოლის სამსახიობო კარიერა, მას საკუთარ სახეზე რომ არ წაემუშავა. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის მიმზიდველი გოგო იყო, მაგრამ ცხვირის პლასტიკამ და ყვრიმალების ფორმის კორექციამ ის მართლაც ულამაზეს ქალად აქცია.

დონატელა ვერსაჩე პლასტიკური ქირურგიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლია. პლასტიკის შედეგად მან საკუთარი სახე ნიღბად აქცია, ტუჩები კი თანდათანობით უდიდდება. მოდური სახლის ბრწყინვალე მფლობელი ნათელი მაგალითია, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ თავს.

მეგან ფოქსმა საკუთარი თავი ისეთად შექმნა, როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო. ისედაც მშვენერმა გოგომ პლასტიკით კიდევ უფრო გაილამაზა ყვრიმალები, ტუჩი და ცხვირის ფორმა. ამ ყველაფრის შედეგად კი არა მხოლოდ საკუთარი ოცნებები აისრულა, არამედ ბევრი მამაკაცის ოცნების ქალადაც იქცა.

მიკი რურკი კი პირიქით, სიმპატიური და სექსუალური მამაკაციდან საკუთარი თავის პაროდიად იქცა. მისი გარეგნობა პლასტიკის საშუალებით იმდენად ხშირად იცვლება, რომ მისი ტრანსპორმაციებისთვის თვალის მიდევნება სულაც არ არის ადვილი.
ვიქტორია ბექჰემი საკუთარი გარეგნობის მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო. ყველაზე მეტად კი საკუთარი ცხვირი არ მოსწონდა. საბედნიეროდ, თანამედროვე ეპოქაში ასეთი პრობლემები ადვილად გვარდება და ვიქტორიამაც საკუთარი კომპლექსი რინოპლასტიკის დახმარებით დაამარცხა.
დემი მურის შემთხვევაში პლასტიკური ქირურგია მისი გარეგნობის “ყველა სფეროს“ შეეხო. ცხვირი, ნიკაპი, ტუჩები, მკერდი. თუმცა, ბუნებას ვერ მოატყუებ: დემის ქალიშვილებს ზუსტად მისი პალსტიკამდელი ნაკვთები გამოჰყვათ.
პლასტიკური ქირურგია კიმ კარდაშიანსაც უყვარს. რინოპლასტიკა და მკერდის გადიდება რა მოსატანია იმასთან, რაც კიმმა მის ცნობილ “მეხუთე წერტილს“, ანუ საჯდომს გაუკეთა. დუნდულების პლასტიკამ ის უბრალოდ ცნობილი გოგოდან სუპერ პოპულარულ ვარსკვლავად აქცია. აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფები მის საჯდომს უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე სახეს.
მართალია ნიკოლ ქიდმანი პლასტიკური ოპერაციების გამოყენების ფაქტს უარყოფს, მაგრამ აშკარაა, რომ ბოლო წლების მანძილზე ნიკოლის სახე შეიცვალა. ცოცხალი მიმიკა მსახიობს პრაქტიკულად აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს ოპერაციის კი არა კოსმეტოლოგიის დამსახურება იყოს – ვარსკვლავი მუდმივად იკეთებს ბოტოქსის ინექციებს, რომელსაც სახის შეცვლა სკალპელზე არანაკლებ შეუძლია.

პამელა ანდერსონი პამელა ანდერსონი არ იქნებოდა, მრავალრიცხოვანი მკერდის გადიდების ოპერაციები რომ არ გაეკეთებინა. თავიდან თაყვანისმცემლები სერიალ “მალიბუს მაშველებში“ მისმა მშვენიერმა ფორმებმა დაიპყრო, მოგვიანებით კი ბევრი დააბნია მისმა მუდმივმა ოპერაციებმა: ის მკერდს ხან იპატარავებდა, ხან იდიდებდა და ასე მოხდა არაერთხელ.

მელანი გრიფიტს ცხოვრებაში ხშირად უყვარს გადაჭარბება. ასე იყო ალკოჰოლის შემთხვევაში და ასე მოხდა პლასტიკის შემთხვევაშიც. შედეგად მიიღო ის, რომ მელანის სახე უკვე მრავალი წელია ლიდერობს რეიტინგებში სათაურით: ყველაზე წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციები.
კარლა ბრუნი 90–იანების ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი მოდელი იყო. თუმცა მოგვიანებით ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იმდენი იბრძოლა, რომ სულ დაავიწყდა: ჯობს ლამაზად დაბერდე, ვიდრე ისე შეიცვალო, რომ საკუთარ თავს აღარ გავდე. სამწუხაროდ ეს შეცდომა ბევრ ვარსკვლავს მოსდის. ერთი ოპერაციით ვერ კმაყოფილდებიან და ზღვარს ვეღარ გრძნობენ.

ჯოსელინ ვილდენშტეინი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ქალ–კატას ასეთი ცნობილი არც იქნებოდა, საკუთარი თავი პლასტიკით რომ არ დაემახინჯებინა. რას ვიზამთ, ყველას საკუთარი გზა აქვს დიდებისკენ.

რამდენიმე წლის წინ რენე ზელვეგერის გარეგნულმა ცვლილებამ საზოგადოება ძალიან გააკვირვა და დაამწუხრა. მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით თითქოს საკუთარ თავს დაუბრუნდა.

კარიერის გარიჟრაჟზე სკარლეტ იოჰანსონს გაუმართლა და პლასტიკის შედეგად უმშვენიერეს ქალად იქცა. ექიმებმა მისი ცხვირის ფორმა მცირედით შეცვალეს და მართლაც ულამაზესი ცხვირი გაუკეთეს.

90–იანების რომანტიული კომედიების ვარსკვლავმა, მეგ რაიანმაც ყველა გააკვირვა, როცა სახეზე ისე შეცვალა, რომ ძლივს იცნეს. ყველაზე მეტად ცვლილება შეეხო ყვრიმალებს და თვალებს. გაიდიდა ტუჩიც.

ლამაზი და დახვეწილი ემანუელ ბეარი ოდესღაც ფრანგული სტილის განსახიერება იყო. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა 27 წლის ასაკში მსახიობმა პირველი ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. შემდეგ კი ღრმად შეტოპა. ამჟამად ემანუელ ბეარი არა მხოლოდ საკუთარ ასაკზე ბევრად ხანდაზმულად გამოიყურება, არამედ არაბუნებრივად გაბერილი უზარმაზარი ტუჩები და შეშუპებული თვალები აქვს.