პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

50-იანი წლების ბრიტანული ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Beatles-ის ერთ-ერთი წევრი პოლ მაკარტნი, გიტარისთვის მედიატორებს მონეტებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას “Dailymail”-ი წერს. როგორც ირკვევა მუსიკოსი პაპარაცებმა მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. 77 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ლიანდაგებზე მონეტებს აწყობს და ელოდება თუ როდის გადაუვლის მათ მატარებელი. ამგვარად ის გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. 

მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს. თუმცა რატომ მიმართა პოლ მაკარტნიმ ამ ხერხს უცნობია.

{{PHOTOGALLERY}}