Politico: დემოკრატიის უკუსვლის გამო ევროკავშირი მზად არის ქართველებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

სამხრეთ კავკასიური ქვეყნის მთავრობამ უნდა შეასრულოს მისი ვალდებულებები, თუ უნდა მისი პრივილეგიები შეინარჩუნოს – უთხრა ევროკომისიამ Politico-ს.

გამოცემა წერს, რომ ბრიუსელთან ურთიერთობების სერიოზული გაფუჭების ფონზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ოდესღაც წევრობის ყველაზე იმედისმომცემი პრეტენდენტი იყო, ევროკავშირი მზად არის გაწყვიტოს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს.

ხუთშაბათს გამოცემასთან საუბრისას ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს“, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციური დროებითი შეჩერება იმ შემთხვევისთვის, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ განაგრძობს მის ავტორიტარულ ტრაექტორიას.

შეთანხმების პირობების თანახმად, რომელიც 2017 წელს დაიდო, ქართველებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებს ესტუმრონ ექვს თვემდე ვადით ვიზის გარეშე. ამ პოპულარულმა გადაწყვეტილებამ რიგით მოქალაქეებს თავიდან ააცილა ხანგრძლივი და ძვირადღირებული სავიზო პროცედურები.

“ ევროკავშირ–საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ფარგლებში და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გარკვეულ კრიტერიუმებთან უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში, მათ შორის არის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის აღკვეთა“– ამბოს ევროკომისიის წარმომადგენელი.

“შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება იმ მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ასევე საქართველოში დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის შემთხვევაში.“– დასძენს ის.

იმის დადასტურება, რომ ბრიუსელი ამ ზომებს განიხილავს, მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ცვლილება სავიზო შეთანხმებაში “იაფფასიანი შანტაჟი“ იქნება. რამდენიმე დღით ადრე აშშ–მ შემოიღო სანქციები “ქართული ოცნების“ წამყვანი პოლიტიკოსების მიმართ ზოგიერთი რუსული სტილის კანონის მიღების შემდეგ, რომლებიც კრიტიკოსების თქმით სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავს. – წერს გამოცემა.