მასობრივი ჰაკერული თავდასხმა გერმანელ პოლიტიკოსებზე

{{ARTICLEIMAGE}}
ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მათ შორის კანცლერ მერკელის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში განათავსეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პირადი “ჩატი”, კონტაქტები და ფინანსური დეტალები ყველა პოლიტიკური პარტიის ფიგურას ეხება, გარდა ერთი პარტიისა – “ალტერნატივა გერმანიისათვის”. ასევე მოპარულია ცნობილი ადამიანების და ჟურნალისტების პირადი მონაცემები. ბრიტანული მედია წერს, რომ ჯერ უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ამასთან, როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, მონაცემების გაჟონვა 3 იანვრის საღამოს შეამჩნიეს, თუმცა დოკუმენტები ნაწილ-ნაწილ ქვეყნებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში. ინტერნეტში დევს გერმანელი პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები, ზოგ შემთხვევაში პირადი დოკუმენტების ასლები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერა. ხოლო პარტიული დოკუმენტებიდან ქსელში გავრცელდა პარტიის წევრთა სიები, ვაკანტურ ადგილებზე შეტანილი განცხადებები, მემორანდუმები. მონაცემები  “ტვიტერის” ანგარიშზე ჰამბურგიდან, 60 ათასამდე ხელმოწერით გამოქვეყნდა.