პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება-გახარია

პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება-ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და კორონა ვირუსის წინააღმდეგ ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს პოლიტიკურად ანგაჟირებულებს ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და  მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად ამისა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ”-განაცხადა გახარიამ.