პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა.

{{ARTICLEIMAGE}}

პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კოშალინში მოხდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით 15 წლის გოგონები, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ცნობილ თამაშს თამაშობდნენ, რომლის წესების თანახმადაც, მონაწილეები ოთახში არიან ჩაკეტილი და გამოსასვლელად მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან. ხანძარი შენობაში ადგილობრივი დროით 5 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 25 წლის ბიჭიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარის შემდეგ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მსგავსი გასართობი დაწესებულების შემოწმება დაიწყო.