ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგრეთწოდებული “დაბერების აპლიკაცია.“
რამდენად უსაფრთხოა faceapp იგივე დაბერების აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგელმა პროგრამისტებმა შექმნეს იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით. აპლიკაცია ბოლო ორ წელიწადში რამდენჯერმე განახლდა და სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარული გახდა. პროგრამა რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს ნახოს სახის როგორი გამომეტყველება ექნება მას წლების შემდეგ. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მომხმარებლებს faceapp-ის გამოყენება ძვირად დაუჯდეთ, რადგან როგორც წესი მსგავსი პროგრამების საშუალებით მათი პირადი მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ხდება. faceapp-ით უკვე 50-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
როგორც Face App-ის, ისე სხვა მსგავსი აპლიკაციებით სარგებლობის დროს მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის ის, თუ რამდენად არის დაცული ჩვენი პერსონალური მონაცემები და რა დოზით იყენებს მსგავსი აპლიკაცია ამ ინფორმაციას.მითუმეტეს, თუ ეს აპლიკაცია რუსეთშია შექმნილი.
რუსულ სპეცსასმახურებს აქვთ წვდომა ყველგან, სადაც ბევრი ადამიანის პერსონალური მონაცემია თავმოყრილი – იქნება ეს მაილ.რუ, იანდექსი თუ სხვა. მათ არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ სჭირდებათ კომპანიებისგან ინფორმაციის მისაღებად.
როდესაც მსგავს სერვისებს ვიყენებთ, ეს ნიშნავს, – ჩვენი ნებით ვაზიარებთ ჩვენს მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას – IP მისამართებს, ვებ-ბროუზერის ტიპს, ჩვენი სმარტფონის უნიკალურ მახასიათებლებს, მომხმარებლის ადგილმდებარეობის ინფორმაციას, აპლიკაციის მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას და რაც მთავარია, ჩვენს პირად ინფორმაციას (ამ შემთხვევაში ჩვენს სახეს –ფოტოებს) – ადამიანის იდენტიფიკაცია კი შესაძლებელია როგორც თითის ანაბეჭდით, ასევე სახის თავისებურებებით.
ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა გამოყენებული იქნეს:
პოლიტიკური მიზნებისთვის,
არჩევნებზე გავლენისთვის,
ტროლებისა და ბოტების შესაქმნელად.
Face App-ის აპლიკაციის გვერდზე უსაფრთხოების წესების ნაწილში მითითებულია, რომ მათ შეუძლიათ მომხმარებლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გაუზიარონ Face App-თან კანონიერად დაკავშირებულ კონკრეტულ ბიზნესჯგუფებს.
Face App-ის ხელმძღვანელია დღემდე იაროსლავ გონჩაროვია, რომელიც 2013 წლამდე იანდექსის მობილური პლატფორმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გონჩარივი გამოცემა „ნიუსვიკთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ აპლიკაციის წარმატების მთავარი მიზეზი მის ფოტორეალურობაშია – მათი ფილტრის გამოყენების შემდეგაც ფოტო არ იცვლება და ხელოვნური ინტელექტის წყალობით მაქსიმალურად ახლოსაა სინამდვილესთან.