პრეზიდენტი 7 იანვრამდე შეწყალების აქტს გამოსცემს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
“შობამდე შეწყალება იქნება. მორატორიუმი შეწყდა და მიღებულია ახალი წესი. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა,” – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
იქნება თუ არა შეწაყლებულებს შორის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით უცნობია.