პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით –“პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეიკნიუსს უარყოფს.“
საქმე ეხება დეკანოზ მამალაძის შეწყალების საქმეს, რომლის შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა მიმართა. ამ მიმართვის შემდეგ მედიაში დაისვა კითხვები: თუ შეწყალებაზე პრეზიდენტის მორატორიუმი მოქმედებს, მაშინ როგორ უნდა მოხდეს გამონაკლისი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის და რამდენად სამართლიანი იქნება ეს. სავარაუდოდ ამ კითხვებს ეხება ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ “ფეიკნიუსს”.
,,ასეთი ,,ფეიკნიუსები” ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.“