პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლეს

კიევში 3 იანვრის ღამეს სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომელი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით 26 წლის მამაკაცს კამათი მოუვიდა გამვლელთან, რომელიც ორ ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით კონფლიქტის დროს ძაღლების პატრონმა მოულოდნელად ერთადერთხელ ძლიერად დაარტყა ოპონენტს, რომელიც მიწაზე დაეცა და მალევე გარდაიცვალა ისე, რომ გონს არ მოსულა.

ექიმების წინასწარი დასკვნით სიკვდილის მიზეზი თავში დარტყმა გახდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცნობილი მოკრივეა, რომელიც ათი წლის მანძილზე უკრაინის კრივის პროფესიონალურ ლიგას წარმოადგენდა. კიევის პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. თავდამსხმელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

{{ARTICLEIMAGE}}