საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება მიულოცა.
ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა – ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
“საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს. შეხვედრისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.